LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ქართველებს: საქართველო მეტოქეზეა დამოკიდებული

32

საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მცირე კომენტარი გააკეთა. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის განცხადებით, რუსეთის ნაკრებმა დაცვაში მაღალ დონეზე ითამაშა.

“მეტ ჯარიმას ველოდებოდით. თუ არ ვცდები დაახლოებით 16 ჯარიმა გახდა საჭირო, რომ სინ ბინი გვენახა. ჩვენ ვთამაშობთ იმდენად კარგად, რამდენადაც მეტოქე გვაძლევს ამის საშუალებას. რუსეთის ნაკრებმა დაცვაში პირველი ნახევარი საათი მაღალ დონეზე ითამაშა. სწორედ ამის მიზეზი იყო, რომ დიდი უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ 2 ლელო დავდეთ”, – თქვა ჰეიგმა.
მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდ პერვუხინმა ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, რუსეთის ნაკრების თამაშით კმაყოფილი დარჩა.

“ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. მითუფრო იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოს ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელიც ძალიან ძლიერია. დღევანდელი თამაშის ქულები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად არ ითვლება და ამიტომაც მომიწია რამდნიმე ახალგაზრდა მორაგბის გასინჯვა. გარდა ამისა, გვქონდა ტრავმები. ასევე მინდა აღვნიშნო 60 ათასი ადამიანის წინაშე ვთამაშობდით და სწორედ ამიტომ, უფრო ღია და გახსნილი თამაში ვაჩვენეთ.
აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ჟურნალისტებსა და განსაკუთრებით გულშემატკივრებს”, – თქვა პერვუხინმა.

საქართველოს ნაკრებმა რუსეთს 28:14 მოუგო და ევროპის ჩემპიონატს 4 თამაშიდან 4 გამარჯვებით ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები