LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, რომ დღევანდელი დღე დღესასწაულად უქციეთ ჩემს მოხუცებს“ – ნინო სუხიშვილი ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარს ესტუმრა 

170
ნინო სუხიშვილი

ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარს „სუხიშვილების“ ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი ესტუმრა. ნინო სუხიშვილმა თავშესაფრის მცხოვრებლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და დაასაჩუქრა.

„დღეს ჩვენს თავშესაფარს უძვირფასესი და უსაყვარლესი ხელოვანი,ქართველი ერის სიამყე, ქალბატონი ნინო სუხიშვილი ესტუმრა.

ქალბატონმა ნინომ უზომოდ გაახარა ჩვენი მოხუცები,მათ ტკბილ დღეთა სიმრავლე უსურვა და შობა-ახალი წელი უამრავი საჩუქრით ხელდამშვენებულმა მოულოცა.

ქალბატონო ნინო! თქვენ და ბატონი ილიკო სუხიშვილი ჩვენი ქვეყნის, ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურის ღირსეული მემკვიდრენი ხართ და ქართული ფესვების ძალასა და სასწაულს სწორედ თქვენი შემოქმედებით ეცნობა მსოფლიო.

ბედნიერებაა, როცა ასეთი დიდი ხელოვანები, თავიანთი დიდსულოვნებით, უბრალოებითა და ადამიანობით გვახარებენ.

მადლობა თქვენ, რომ ასე გამახარეთ და დღევანდელი დღე დღესასწაულად უქციეთ ჩემს მოხუცებს.

უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ქრისტესმიერი სიყვარულით დედა ელენე“, – წერს სოციალურ ქსელში ლაზარეთის მოხუცთა თავშესაფარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g