“მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას დღევანდელი თანამშრომლობისათვის”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი წერს, რომელიც კასპის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მედიის მუშობას აფასებს.
“მინდა, მადლობა გადავუხადო მედიას დღევანდელი თანამშრომლობისათვის. მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი თხოვნა და არ გააშუქეთ მძევლების აყვანის თემა მანამ, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია!” – წერს ნინო გიორგობიანი.
ცნობისთვის, კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.
მძევლების აყვანაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა უწყებას რამდენიმე დღის წინ მიმართა – ვლადიმერ ბორცვაძე