პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას უსმენენ.
როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, გიორგი გახარიას სხდომაზე გამოცხადება მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს.
შალვა პაპუაშვილი: „კარგია, რომ გახარია საგამოძიებო კომისიაზე მოდის – რაც შეეხება იმას, პოლიტიკოსებიდან მხოლოდ ის რომ მოდის, მისი პარტია პარლამენტშია, მანდატებზე უარი არ უთქვამთ, თან არიან, თან არ არიან, ასე არ ხდება – ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს“
„იმედია, ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც აქვს კომისიას.“
„ბატონო გიორგი, ჩვენს წერილში მიგითითეთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნისას თქვენს საქმიანობასა და იმ დროს მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე გვსურდა თქვენგან ახსნა-განმარტების მიღება. მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი ჩვენ ჩვენს დეპუტატის უფლებამოსილებებში. ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება, შეფასდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.