LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა, რომ ოჯახების შექმნის საკითხში შემომიერთდით, 100%-ით გავმრავლდით – ემზარ კვიციანი ნაცვლიშვილს

419
1524666380203825

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა “ქართული ოცნების” დეპუტატს, ბექა ნაცვლიშვილს მადლობა გადაუხადა. როგორც კვიციანმა, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, კოლეგა მას ოჯახის შექმნის შესახებ წამოყენებულ ინიციატივაში შეუერთდა.

“მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო ბექა, პარლამენტში მარტო ვიყავი, რომელმაც ახალი ოჯახების შექმნაზე საკითხი [დააყენა], თქვენ შემომიერთდით და ეს ნიშნავს, რომ 100%-ით გავმრავლდით. ვფიქრობ, მომავალში უკვე სხვა პარლამენტარებიც შემოგვიერთდებიან და ჩვენს დემოგრაფიულ კატასტროფას გადავარჩენთ,” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ემზარ კვიციანი, ახალი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ახალი ოჯახების შექმნას უზრუნველყოფს.

ივლიან აგენტები და შეყვარებულებს აღრიცხვაზე აიყვანენ - ემზარ კვიციანი [ვიდეო]

იქნებიან აგენტები და აღრიცხვაზე აიყვანენ შეყვარებულ წყვილებს, რომელთაც ოჯახის შესაქმნელად საჭირო თანხა არ აქვთ

მანამდე მან განაცხადა, რომ სკოლებში გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები