„მადლობა, ყოჩაღ, ბრავო. ეს ხართ. არა უშავს, ეს წყალი მე არაფერს არ მიზამს და არც ქართველ ხალხს არაფერს არ უზამს თქვენს მიერ არჩეული ღალატის გზა”, – მიმართა გიორგი ვაშაძემ ირმა ზავრადაშვილს და ქართული ოცნების დეპუტატებს.
„ქართველი ხალხი განაჩენს გამოგიტანთ. თქვენ საქართველოს ისტორიაში ჩაეწერებით იმ სიაში, რომელსაც არავინ უნდა დაემსგავსოს.
ხალხი ერთიანია და თქვენ შეგრცხვებათ, თქვენი შვილების წინაშე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.