LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობას ვუხდი მამაც სამხედროებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის: ზალკალიანი

48
დავით ზალკალიანი

საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფი სამშობლოში დაბრუნდა. შესაბამისად, ავღანეთში 17-წლიანი მისიაც დასრულდა.

ფაქტს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმიანება საგარეო საქმეთა მინისტრი და სამხედრო მოსამსახურეებს მადლობას უხდის:

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო ქვედანაყოფი სამშობლოში დაბრუნდა, რითiც დასრულდა ავღანეთში 17-წლიანი მისია.

უდიდესი მადლობა ჩვენს მამაც სამხედრო მოსამსახურეებს მათ მიერ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.” – აღნიშნულია დავით ზალკალკიანის “ტვიტში”.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, 17- წლიანი სამსახური დაასრულეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის ძალების ბოლო ქვედანაყოფმა დატოვა. პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც ჩამოვიდა.

 

 

magti 5g