უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო სხვადასხვა ქვეყნის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე წერს.
ჩამოთვლილ ქვეყნებს მეგობრული პოზიციისთვის ლიზა იასკო მადლობას უხდის.
„როგორ „იღებენ“ სხვადასხვა ქვეყნები რუსებს
ამჟამად, ევროკავშირის დონეზე არ არსებობს მკაფიო გადაწყვეტილება რუსებისთვის ვიზების გაცემის გაუქმების შესახებ, მაგრამ ცალკეულ ქვეყნებს შეზღუდვები თვითნებურად შემოაქვთ.
მაგალითად:
ბელგია: განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტურ ვიზაზე, მკვლევრის ვიზაზე და ერთჯერადი სამუშაო ვიზაზე.
ბულგარეთი: შეწყდა ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის და ქონების მფლობელებისთვის.
დანია: ვიზები გაიცემა მხოლოდ ოფიციალური ვიზიტებისთვის.
ლატვია: მხოლოდ საყვარელი ადამიანის დაკრძალვაზე შეგიძლიათ განაცხადის შეტანა.
ლიეტუვა: მხოლოდ ევროკავშირის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის, პირებისთვის ლიეტუვური წარმოშობის დოკუმენტით ან ლიეტუვის მოქალაქეობის აღდგენის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით.
მალტა. მხოლოდ ევროკავშირის და EEEZ მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის. გამონაკლის შემთხვევებში შეგიძლიათ განაცხადოთ სტუდენტური ან სამუშაო ვიზაზე.
ასევე გარკვეული შეზღუდვები დაამტკიცა შემდეგმა ქვეყნებმა: სლოვაკეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, ფინეთი და ნორვეგია.
მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების პოზიციისთვის!“. – წერს ლიზა იასკო სოციალურ ქსელში.