MTV-ის ეთერში მადონასა და მალუმას დუეტის, Medellín კლიპის პრემიერა შედგა. დაიანა კუნსტისა და მაუ მორგოს გადაღებულ მუსიკალურ რგოლში პოპის დედოფალი ჩა-ჩა-ჩას ინსტრუქტორის როლს ასრულებს, რომელიაც მის ერთ-ერთ მოსწავლეზე, ახალგაზრდა შემსრულებლის პერსონაჟზე ქორწინდება.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური წყვილის პირველი ერთობლივი კოლაბორაცია ჯერ კიდევ 17 აპრილს გამოქვეყნდა. სიმღერა 60 წლის მომღერლის მომავალი დისკის ლიდ სინგლია.
ამასთან, ფირფიტა 13 ტრეკს, მათ შორის კი ამერიკელი მუსიკოსისა და კოლუმბიელი არტისტის კიდევ ერთ ნამუშევარს, Bitch I’m Loca აერთიანებს.
შეგახსენებთ, რომ მადონას რიგით მე-14 სტუდიური ალბომი, Madame X დღის სინათლეს 14 ივნისს იხილავს.