ლურდეს ლეონი კიდევ ერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამჯერად ის პაპარაცებმა ბევერლი-ჰილზის ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსვლისას გადაიღეს, როცა ის ბოიფრენდთან ერთად იმყოფებოდა. ფოტოებზე ჩანს, რომ ლურდესმა კვლვ შეიცვალა იმიჯი და აჯერად თმის ნატურალური შავი ფერი დაიბრუნა. სულ ცოტა ხნის წინ ის ვერცხლისფერ თმაში ვნახეთ. მადონას ქალიშვილის ახალი ბოიფრენდის შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი. პოპ დედოფალმა თავად დაადასტურა ეს ინფორმაცია ელენ დეჯენერსის შოუში. მისი თქმით , ლურდესის ბოიფრენდი მეორე კურსზეა და მათთან ხშირად მიდის სტუმრად.
აქამდე ლურდეს ლეონი სერიალ „სამშობლოს“ ვარსკვლავს, ტიმოტი შამალეს ხვდებოდა და მას შემდეგ დაშორდა, რაც ის კლუბში სხვა გოგონასთან ერთად ნახა.