LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ღია ცის ქვეშ განთავსებული პირველი კინოთეატრი გაიხსნა

70

მადრიდში ღია ცის ქვეშ განთავსებული პირველი კინოთეატრი გაიხსნა. სიახლის ინიციატორი საავტომობილო კლუბი Race გახდა.

ორგანიზატორებს სურდათ, რომ მოეწყოთ სივრცე, სადაც ადამიანები საყვარელი ფილმების ყურებას თავისივე ავტომობილებიდან შეძლებდნენ. სწორედ ამიტომ, მათ 3 ჰექტარამდე მიწა შეისყიდეს და ტერიტორიაზე 300 მანქანის დასადგომი ადგილი შექმნეს. კინოფირის ხმას თითოეულ ავტომობილში FM სიხშირის საშუალებით შეიყვანენ და კინოს სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ ფილმს თავისივე ავტომობილიდან უყურონ. იქვე განთავსდება საკვების ვაგონები და ყველას ექნება საშუალება, რომ სასურველი კერძი შეარჩიოს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ფილმის ჩვენება 24 თებერვლისთვისაა დაგეგმილი და ორგანიზატორები არჩევანს სავარაუდოდ, ჰოლივუდის კლასიკურ ნამუშევარზე შეაჩერებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები