LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძეს სასამართლო სხდომების დახურვა არ სურს

83

მაგდა პაპიძეს საკუთარ საქმეზე სასამართლო სხდომების დახურვის წინააღმდეგია. ბრალდებულის თქმიტ, საკანში მოისმინა რამდენიმე განცხადება მისი სასამართლო პროცესების დახურვასთან დაკავშირებით, ის ამ პოზიციებს არ ეთანხმება.

“დაკავების დღიდან და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დროსაც განვაცხადე, რომ მინდა პროცესი იყოს ღია და საჯარო. სწორედ ამიტომ ავირჩიე ნაფიცი მსაჯულებიც, რომ მინდა ჩემი საქმე საზოგადოებამ განიხილოს.მე საზოგადოებისათვის დასამალი არაფერი არ მაქვს და მინდა გაშუქდეს ექსპერტების დაკითხვა ასევე ჩემი პოზიციები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვითხოვ მხოლოდ პირადი ცხოვრების ნაწილში პროცესების დახურვას, სადაც საუბარია პირად მიმოწერებზე და ა.შ.”, – განაცხადა მაგდა პაპიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g