LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ

171

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დასრულებულია. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ.

კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ.

თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იყო მიღებული. კერძოდ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება.

magti 5g