„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000–ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს.
სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა. სიაში საქართველოში მდებარე 1600 დასახლებული პუნქტია შესული. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნუსხა 2016 წლის პირველ აპრილამდე გაიზრდება.
საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს „მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე“, რომელთაც საშემოსავლო შეღავათები 2016 წლის 1 იანვრიდან დაუწესდებათ.