LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ

87
gadasaxadi-max-700

პრემიერის თქმით, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. როგორც გიორგი გახარია ამბობს, პირველ რიგში საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT მიმართულების კომპანიებისთვის შეიქმნება მექანიზმი იმისთვის, რომ საერთაშორისო სტატუსი მიიღონ.

„საგადასახადო შეღავათებზე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ 2019 წლიდან. ეს არის როგორც საშემოსავლო, ასევე მოგების გადასახადის შეღავათები, ეს მცირდება დაახლოებით 5%-მდე. ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში, გლობალური ეკონომიკური კონკურენცია იქნება უაღრესად მძაფრი და ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, როგორც ქართულ კომპანიებს მიიღონ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ასევე საერთაშორისო კომპანიებს შევუქმნათ კომფორტული პლატფორმა იმისთვის, რომ საქართველოდან იმუშაონ. დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი დარგის მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული კომპანიები და ასევე, IT კომპანიები“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები