LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაღალი ალბათობით მარშის მონაწილეებს პრეზიდენტიც მიმართავს“ – ნინო ლომჯარია დღეს დაგეგმილ მარშზე

140
ნინო ლომჯარია

„დღეს, 19:00 საათზე, მარშის მონაწილეებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიმართავენ – მაღალი ალბათობით მარშის მონაწილეებს პრეზიდენტიც მიმართავს,- ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ დღეს დაგეგმილ მარშზე საუბრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ლომჯარიამ განმარტა, სცენა თავისუფლების მოედანზე იქნება მოწყობილი.

„არ შეიძლება საქართველო იყოს ღარიბი, შეშინებული, დათრგუნული, დაქუცმაცებული, ამიტომ, ჩვენი ერთიანობა, სიმრავლე გადამწყვეტია მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც“ – პაატა მანჯგალაძე

„მარში, მსვლელობები 5 ლოკაციიდან,17:00 საათზე დაიწყება თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“ რესპუბლიკის მოედნიდან დავიძვრებით, 19:00 საათზე დასრულდება მსვლელობა და თავისუფლების მოედანზე დაგვხვდება სცენა, სადაც დაიწყება შესაბამისი პროგრამა.

გამომსვლელები იქნებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები, კერძოდ – აკადემიური წრეები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია, სამედიცინო სექტორი. მრავალფეროვანი წარმომადგენლობა იქნება. ასევე ველოდებით პრეზიდენტს, როგორც მან განაცხადა, ის მარშზე მოვა. იმედია ასეც იქნება. სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით სიტყვით მიმართავს. მის მაგივრად ვერ გეტყვით როგორი ფორმით ჩაერთვება“,- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g