LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაროელების აქციას სკოლის მოსწავლეები და მაღაზიების თანამშრომლები შეუერთდნენ

132
druywe4yu4w

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ინფორმაციით, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სკოლის მოსწავლეებმა და მოქალაქეებმა. მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტების ნაწილი დაიხურა.

როგორც ჭიათურის არჩეული მერი, გივი მოდებაძე აცხადებს, ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. მისი ინფორმაციით, გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად აქციაზე მივიდნენ ძირითადად, მათი შვილები მომხრეებთან ერთად.

სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც აქციაზე მოზარდ შვილებთან ერთად მივიდა, “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ მსვლელობის მონაწილეები იზიარებენ გაფიცულების მოთხოვნას ხელფასის მომატების შესახებ.

ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა შიმშილობენ. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელი, თემო შეყილაძე, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი, შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა. აქციის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.სასწრაფოს მიერ პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ,რამდენიმე შეხვედრის მიუხედავად, გაფიცულებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კომპანიამ გაფიცულებს პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10 პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 30 პროცენტიან ზრდას, შემდეგ კი 20-პროცენტიანს ითხოვენ.

გაფიცული მაღაროელების საქმეზე პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს და კომპანიის დროებით მმართველს იბარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g