LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიაში გამყიდველად ვარო, არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა… – გარდაცვლილი მოზარდის და

4963
გარდაცვლილი მოზარდი

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე, მშენებლობაზე დაღუპული მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანიდანაა.

უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალი გუშინ მშენებლობაზე გარდაიცვალა. 16 წლის გიორგი ბეშკენაძის ოჯახს „კურიერის“ ჟურნალისტი ესაუბრა. მათი თქმით, ძალიან უჭირდათ და 16 წლის მოზარდი ოჯახს არჩენდა.

„მამა არ ჰყავს, უფროსი შვილი გარდაცვლილი მყავს, ვიცოდი, რომ სამუშაოდ მიდიოდა, მაგრამ სად მიდიოდა, არ ვიცოდი,“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილის და ამბობს, რომ უმძიმეს პირობებში უწევდათ ცხოვრება, რის გამოც, 16 წლის ბიჭმა თბილისში წამოსვლა და მუშაობა გადაწყვიტა.

„ოჯახის გამო, შიმშილის გამო, რომ არაფერი ჰქონდა და ყველაფერი აკლდა, იმის გამო, გადაწყვიტა, რომ ემუშავა და თავის თავზე აეღო ოჯახზე პასუხისმგებლობა. ხან მეუბნებოდა, კაზინოში ვმუშაობ, ხან მეუბნებოდა, დაცვაში ვმუშაობო, ხან მაღაზიაში გამყიდველად ვარო, არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა,“ – აცხადებს გარდაცვლილის და.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g