LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა

160
გზის გადაკეტვა ჭავჭავაძის 5

ჭავჭავაძის #5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ წუთებში ვითარება დაიძაბა. აქციაზე შეკრებილებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევთ.

ვითარების დაძაბვამდე აქციის მონაწილეებს გზა ცალმხრივად ჰქონდათ გადაკეტილი. თუმცა ცოტა-ხნის წინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭავჭავაძის გამზირი სრულიად გადაკეტონ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე აქცია, ორი მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები