LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიათა ქსელში ”აბსორბა” შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ფასდაკლებაა

90

მაღაზიათა ქსელი ”აბსორბა” მომხმარებელს 2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე 30% და 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქვე მოქმედებს 20%-იანი მუდმივი ფასდაკლება VIP კლიენტებისთვის და ლოიალობის სისტემა მუდმივი მომხმარებლისათვის, რაც პლასტიკურ ბარათზე ქულების დაგროვებით გამოიხატება და 10%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.

მაღაზია ”აბსორბა” 2006 წლის სექტემბერში დაარსდა. აქ წარმოდგენილია ცნობილი ფრანგული ბრენდები ABSORBA (www.absorba.fr), JEAN BOURGE (www.jean-bourget.com), KENZO KIDS (www.kenzo.com) და JUNIOR GAULTIER (www.jeanpaulgaultier.com).

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ,,აბსორბას” მარკეტინგის მენეჯერმა, ნათია ნარმანიამ განაცხადა, მაღაზიაში შესაძლებელია ტანსაცმლის შეძენა როგორც ახალდაბადებული ბავშვებისათვის, ისე 16 წლის მოზარდებისათვისაც.

მისივე განმარტებით, მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექცია ყოველთვის შეესაბამება ცნობილი ბრენდების კოლექციებს. მაღაზიაში გამოფენილია ის კოლექცია, რაც არის პარიზის, მილანის, ლონდონის და სხვა ევროპული ქალაქების მსგავს მაღაზიებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები