LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაზიის მოლარის დაყაჩაღებისთვის პირს 11 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

93
Untitled design (1)

თბილისში, “ნიკორა ტრეიდის” ერთ-ერთ ფილიალში მაღაზიის მოლარე-ოპერატორის დაყაჩაღებისთვის პირს 11 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2021 წლის 12 აგვისტოს მოხდა:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 12 აგვისტოს, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევი ი.ტ. ქ. თბილისში სს “ნიკორა ტრეიდის” ერთ-ერთ ფილიალში თავს დაესხა მაღაზიის მოლარე-ოპერატორს და დანის მუქარით 300 ლარი გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. 2021 წლის 13 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლომ ი.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g