LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგიდაზე ხელების ბრახუნი და შეძახილები – პლენარული სხდომა ხმაურით გაიხსნა (ვიდეო)

178
Untitled

პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურით და კამათით გაიხსნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი უნდა წარადგინოს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით სიტყვა შეაწყვეტინეს.

ოპოზიციის მოთხოვნით ანრი ოხანაშვილის სიტყვით გამოსვლამდე, სახალხო დამცველი უნდა გამოვიდეს. ნინო ლომჯარია სხდომათა დარბაზში იმყოფება, მისი გამოსვლა სასამართლოების თემაზე დღის წესრიგით დღეს ისედაც დაგეგმილია.

ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა, რომ სირცხვილია მათი ქცევა და დამშვიდებისკენ მოუწოდა.

„კოლეგებო, არ გსურთ მოსმენა? სირცხვილია, საზოგადოებას გავაგებინოთ რაზეა საუბარი. გეშინიათ ამისი? აგიხსნით ყველაფერს“, – მიმართა ოხანაშვილმა ოპოზიციას.

ოხანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიასაც შეეკამათა. „შენ გაჩუმდი მანდ. ჭკვიანად იყავი“, – მიმართა ოხანაშვილმა მელიას.

 

mazda magti 5g