LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის კვლევას ახალი განცხადებით ეხმაურება

489
00000

მაგთიკომის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

კომუნიკაციების კომისია კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, კერძოდ, საკუთარ განცხადებებში ჯიუტად ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში საკომუნიკაციო მომსახურების ფასები საგანგაშოდ მაღალია. გვსურს კომისიის მიერვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიდან წარმოგიდგინოთ ამონარიდი ფიზიკური პირების მობილური ინტერნეტის მოცულობითი პაკეტების ტარიფებთან დაკავშირებით:

  • საქართველოში მობილური ინტერნეტის ყველა მოცულობითი პაკეტის ფასი 13%-დან 53%-მდე დაბალია ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

  • „ულიმიტო“ მობილური ინტერნეტის ტარიფები მეორე ადგილზეა სიიაფით კვლევაში წარმოდგენილი ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით.

კომისიის დაკვეთით ჩატარებული 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევა სრულად იხილეთ აქ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g