დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა.
რუსული მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაჰაჩყალას სამედიცინო დაწესებულებებში მყოფი დაზარალებულებიდან, 10 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, ავტოგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ,14 აგვისტოს მოხდა. აფეთქების შედეგად, ცეცხლი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.