მაია ასათიანი მიმართავს ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში უამრავ სტატიას აქვეყნებენ მისი გარდაცვლილი ქალიშვილის, ნუცა მახვილაძის შესახებ და სთხოვს, გამოიჩინონ ადამიანობა.
“მივმართავ ყველა ინტერნეტპორტალის ჟურნალისტს, კოლეგებო! იყავით ადამიანები – ნუ გვისაფრდებით, ჩვენ, დარდისგან გაქვავებულ ჭირისუფალს! ბოლო დღეებში გადაქექილია ჩემი, ნუცას მამის, ბებიის, ჩემი შვილის მეგობრების ფეისბუქ-გვერდები! ნუ აკეთებთ კომერციულად მომგებიან მასალას ჩვენი ოჯახის ტრაგედიიდან! სირცხვილია!” – აღნიშნავს სოცქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში ტელეწამყვანი.
მაია ასათიანი საკუთარ განცხადებასთან ერთად აქვეყნებს იმ სტატიებს, რომლებზეც საუბარი აქვს.
შეგახსენებთ, 18 წლის ნუცა მახვილაძე პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში, მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა…