ტელეჟურნალისტ მაია ასათიანის შვილი ნუცა მახვილაძე, რომელიც 18 წლის ასაკში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა, 25 ოქტომბერს 26 წლის გახდებოდა.
„7 წელია, ვერ მივდივარ საფლავზე“ – მაია ასათიანის ემოციური პოსტი
აღნიშნულ თარიღს ემოციური სტატუსით ეხმიანება მაია ასათიანი და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ნუცას ფოტოებით შექმნილ კოლაჟს აქვეყნებს.
„მე წლები მემატება და ნუცა სულ 18 წლისაა… ხვალ ჩემი შვილი 26 წლის ხდება“, – წერს მაია ასათიანი.