LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის ქალიშვილისადმი მიძღვნილი საღამო პარიზის უნივერსიტეტში

334

ცნობილი ტელეწამყვანის მაია ასათიანის ქალიშვილი რამდენიმე დღის წინ, პარიზის ერთ-ერთ საავამდყოფოში მენინგოკოკცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. გოგონა ერთი წლის განმავლობაში პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც უმაღლესი ქულებით ჩააბარა პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე.

18 წლის ნუცა მახვილაძის გარდაცვალება, მთელ საქართველოსთან ერთად, მის უნივერსიტეტშიც ძალიან განიცადეს. სასწავლებელმა დააწესა ნუცას სახელობის სტიპენდია, რომელსა წარჩინებულ სტუდენტებს გადასცემენ.

ახლახან კი გაიმართა ნუცა მახვილაძის სხოვნისადმი მიძღვნილი საღამო და პარიზის უნივერსიტეტში ქართველმა სტუდენტებმა ნატვრის ხე დადგეს.

ნუცა მისმა თანატოლებმა „ჰარი პოტერიდან“ შემდეგი სიტყვებით გაიხსენეს:

„ჩვენ შეიძლება ვიყოთ სხვადასხვა ადგილიდან და ვსაუბრობდეთ სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ჩენი გულები ფეთქავს, როგორც ერთი…“

ფოტოები ღონისძიებიდან გავრცელდა „ფეისბუქის“ გვერდზე სახელწოდებით: „წმინდა თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g