LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: აქცია, რომელზეც გვესმის მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე, არის რუსეთის მიზნების პირდაპირი გამოვლინება

1526
მაია ბითაძე

„ნებისმიერი აქცია, რომელიც მშვიდობიანია, არის დემოკრატიის გამოხატულება, მაგრამ აქცია, რომელზეც უკვე გვესმის მოსაზრებები და მოწოდებები ხელისუფლების დამხობაზე, ეს არის პირდაპირი გამოვლინება ჩვენი მტრის, რუსეთის მიზნების“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია ბითაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით ახალი სტატუსი მიიღო, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ბითაძემ დაამატა, უკრაინასთან დაკავშირებით ერთადერთი განსხვავება წერია და ეს არის დეპოლარიზაციის შემცირება.

„დღევანდელი აქცია და ხელისუფლების დამხობის მოტივით მოწოდებები არის პოლარიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, რომელიც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესს ძალიან აზიანებს.

ძვირფას ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, რომ ევროკავშირთან ასოცირება არ ნიშნავს ხელისუფლების ლანძღვას, საკუთარი მოსახლეობის შეურაცხყოფას და პროცესის ხელშეშლას. ოპოზიციის ვალდებულებაც არის, ის ვალდებულებები შეასრულოს, რაც ევროკომისიის მიერ გაიცა დ ამაზე მსჯელობა 23-24 ივნისს იქნება“, – განაცხადა ბითაძემ.

მდინარაძე: მოვუწოდებთ გაასაჯაროოს რუსეთიდან გადმორიცხვები, თუ უარს იტყვის, გამოძიება დაინტერესდეს.. ხომ არ აქვს ხოშტარიას რუსულ რუბლებს კავშირი დღევანდელ აქციასთანაც

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა თანაბრად არის როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე, ასევე მედია სივრცეზე, რათა სწორად გააშუქონ პროცესები.

„კარგად უნდა წავიკითხოთ, დასკვნაში რა წერია – დეპოლარიზაცია. ეს ცალმხრივად შეუძლებელია. თუ დღევანდელი აქცია მშვიდობიანი იქნება, მაგრამ თუ იმ მოწოდებებს მოვისმენთ, რაც გვესმის, ეს იქნება ძალიან მძიმე ნაბიჯი.

შარლ მიშელის მთავარი მოწოდება იყო, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შემოსულიყო და მათი ნაწილი თვეების განმავლობაში არც შემოდიოდა და არც პროცესში არ მონაწილეობდა. ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები უკრაინა და მოლდოვა.

უნდა შეწყდეს დეპოლარიზაცია, ქვეყანამ ეს პროცესი 90-იან წლებში გაიარა. კარგად გვახსოვს, პოლარიზაციამ რა გამოიწვია. პოლარიზაციას მედია ხელს ნუ შეუწყობთ, პროცესები ობიექტურად გააშუქეთ.

დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი თანაბრად წერია სამივე ქვეყნისთვის. ყველა სხვა პუნქტი არის იდენტური. კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური საკითხები უფრო მძიმედ არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გაიცა.“ – განაცხადა მაია ბითაძემ.

„პირველი ვიყავი, რომელიც იქ მივვარდი“ – მდინარაძე ჰყვება, რა მოხდა პარლამენტში მას შემდეგ, რაც გავრილოვი პარლამენტის სავარძელში იხილა

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქციისათვის – „შინ ევროპისკენ“, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g