LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბითაძე: არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში

156
მაია ბითძე

რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება, –  ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაია ბითაძე, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელ დავით კირთაძის მიერ საღებავის შესხმას.

მისი თქმით, რადიკალებს 26 ოქტომბერს არავინ აპატია ბულინგი და ძალადობა, ამ საქციელსაც არავინ აპატიებს მათ.

„რა უსუსურები და სამარცხვინოები არიან, დღეს, კიდევ ერთხელ, კარგად დაგვანახეს. დღის ბოლოს ეს ბოროტი სექტა მარტო დარჩება.  ძალადობა, ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით დამხობა – ესაა მთავარი მიზანი, ოღონდ ერთს ვერ იაზრებენ, სხვა საქართველოა დღეს!!! არავინ გაპატიათ ლანძღვა, ბულინგი და ძალადობა 26 ოქტომბერს, ახლა რასაც გეგმავთ და აკეთებთ, ამასაც არავინ გაპატიებთ ამ ქვეყანაში,“ – წერს მაია ბითაძე სოციალურ ქსელში.

„შენ ხარ ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა“ – ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს სხდომაზე სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა განახლდა – გიორგი კალანდარიშვილი სხდომაზე ახვეული თვალით დაბრუნდა

ნინო წილოსანი ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე: ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები – აქტივიზმია, ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g