LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ცირამუა: “ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა – მთლად საოცრებაა! კარგია მუსიკალურ საკრავებთან შეხებაც”

436
b2ed984912a62854ec108beaf6987210

“ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა – მთლად საოცრებაა ! კარგია მუსიკალურ საკრავებთან შეხებაც,” – ამის შესახებ ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც სკოლებში, 1-ელი კლასიდან ჭადრაკის შესწავლის ინიციატივას ეხმაურება.

როგორც ცირამუა აღნიშნავს, რაც უფრო მეტი რამ გამოსდის ბავშვს საკუთარი ხელით, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი.

ბრძანების თანახმად, თუ სკოლას მომზადებული პედაგოგი ეყოლება, I კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო იქნება

“ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა – მთლად საოცრებაა ! კარგია მუსიკალურ საკრავებთან შეხებაც.

რაც უფრო მეტი რამე “გამოსდის ხელიდან”, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას – პროცესზე ორიენტირებას…

ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ – ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ,” – წერს მაია ცირამუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები