LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ჯაბუა მეუღლეზე: ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი, მე ვისაც შევხვედრივარ… ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები უყურებენ ასეთ ადამიანს

2012
ფორტუნა - 2023-08-15T161319.215

მომღერალი მაია ჯაბუა გადაცემის „სთორი“ სტუმარი იყო, სადაც ოჯახზე და კარიერაზე ისაუბრა.

წამყვანმა, მეუღლეზე, ვახტანგ ქუთათელაძესთან ურთიერთობაზე ჰკითხა.

„ვიცი, რომ არ გიყვართ პირად ამბებზე საუბარი, მაგრამ ორიოდ სიტყვით რომ გვიამბოთ ვახტანგ ქუთათელაძეზე, ვიცი, რომ საოცრად მზრუნველია, ოჯახის წევრების მიმართ“, – აღნიშნა გადაცემის წამყვანმა, თათია შარანგიამ.

„საოცრად მზრუნველი და თბილი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს და ძალიან ყურადღებიანი ადამიანია. ხომ იცით, ნათქვამია, ბედნიერებას სიჩუმე უყვარსო. ამიტომ მირჩევნია, ჩვენს ურთიერთობაზე არაფერი ვთქვა.

ერთი სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი, მე ვისაც შევხვედრივარ. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილები უყურებენ ასეთ ადამიანს. მისგან ყოველდღე რაღაცას სწავლობ, სწავლობ ადამიანობას, როგორ უნდა მოექცე სხვას, როგორ უნდა აპატიო და როგორ უნდა დაუთმო… ყველაზე საოცარი ისაა, რომ არ არსებობს კითხვა დავუსვა და მან სიღრმისეულად არ მიპასუხოს და არ ამიხსნას ყველაფერი“, – ამბობს მაია ჯაბუა.

 

მაია ჯაბუას “სთორი”

მაია ჯაბუას “სთორი”

თათია შარანგიას ინსტაგრამი ?
https://www.instagram.com/tatisharangia7

Posted by სთორი/Story on Saturday, August 12, 2023

 

როგორ შეხვდა მაია ჯაბუა ქალიშვილის დაოჯახებას და ანრი ჯოხაძის შეთავაზებას დუეტის ჩაწერაზე: „ლიზას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს, მაგრამ ვიცი, რომ მისი მომავლისთვის ასეა საჭირო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები