LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ “საქსტატმა” უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია უნდა დახვეწოს

51

პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე მიიჩნევს, რომ “საქსტატმა” უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია უნდა დახვეწოს.

როგორც “ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დრეს მაია მელიქიძე “საქსტატის” აღმასრულებელ დირექტორს მერი დაუშვილს და “საქასტატის” წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად შემცირებულ უმუშევრობის მაჩვენებელს, რომელიც “საქსტატის” მონაცემებით, 12% -ს შეადგენს.

“მაია მელიქიძე დაინტერესდა, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების მიზეზებით და იმ მეთოდოლოგიით, რითაც ამ მაჩვენებლების დადგენა მიმდინარეობს.  პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მიიჩნევს, რომ მეთოდოლოგია, რომლითაც “საქსტატი” სარგებლობს, დასახვეწია,”-განაცხადეს ადმინისტრაციაში.

“საქსტატის” წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მაია მელიქიძეს განუმარტეს, რომ  მომავალი წლიდან ამ მეთოდოლოგიის დახვეწა იგეგმება და ასევე, გაიზრდება გამოკითხულთა რაოდენობაც, რაც უფრო ზუსტი მონაცემების მიღების შესაძლებლობას შექმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g