LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია მელიქიძე: ქვეყანაში მასიური წარმოების განვითარებისთვის საჭიროა მიწის რეგისტრაციის რეფორმა

241

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დირექტორს დაგლას ბოლს და ვერონიკა ლის შეხვდა.

როგორც ”ფორტუნას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვერდაზე ისაუბრეს USAID-ს მიერ საქართველოში მრავალწლიანი მოღვაწეობის მნიშვნელობაზე, ქვეყნის განვითარებაში საერთაშორისო ორგანიზაციის წვლილზე და მისი მუშაობის პოზიტიურ შედეგებზე. მხარეებმა USAID-ის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის მაია მელიქიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება გრძელვადიანი, სოციალური ხასიათის პროცესია, რომელსაც თანამედროვე მექანიზაცია ესაჭიროება.

„იმისთვის, რომ ქვეყანაში მასიური წარმოება დაიწყოს და სოფლის მეურნეობის დარგი განვითარდეს, საჭიროა, მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარებით იუსტიციის სამინისტრო უკვე ახორციელებს. ამ რეფორმის გარეშე დარგის განვითარება ძალიან რთულია. დღეს, დასაქმებულთა 50 პროცენტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10 პროცენტს ქმნიან“, – განაცხადა მაია მელიქიძემ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კოოპერატივების შექმნის და განვითარების აუცილებლობაზე.

საუბარი ასევე შეეხო, სასამართლო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით ბიზნესმენთა მიერ გამოთქმულ შენიშვნებს. მაია მელიქიძის განცხადებით, სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დროულ და სამართლიან სასამართლო პროცესს. ბიზნესდავები ძალიან დიდხანს გრძელდება, რითაც ბიზნესი ზარალდება. ბიზნესს პრეტენზიები აქვს სასამართლო განხილვების ვადებთან  და ეკონომიკური განათლების მიმართულებით მოსამართლეების კვალიფიკაციის ნაკლებობასთან დაკავშირებით. დასახვეწია „მეწარმეობის შესახებ“ კანონიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g