LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ონაშვილი: „მამუკა გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ძალიან ცუდ ხასიათზე იყო…“

1300
მამუკა ონაშვილი

მამუკა ონაშვილის და, მაია ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და ამბობს, რომ გარდაცვალებამდე მამუკა ონაშვილი შესამჩნევად ცუდ განწყობაზე იყო:

„გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე ძალიან ცუდ ხასიათზე იყო, სხვანაირად დარდიანი. რომ ვუყურებდი, გული მიკვდებოდა, მაგრამ არაფერს ვეკითხებოდი. ვფიქრობდი, ზოგჯერ ადამიანს თავის დარდთან ყოფნა უნდა აცალო-მეთქი… სულ ამაზე ვდარდობ, რატომ არ ვკითხე, რას ფიქრობდა, რა აწუხებდა…

როცა მამუკა საავადმყოფოში მიიყვანეს, გონზე იყო. პირველი, რაც უთქვამს, ჩემებს არ გააგებინოთ, ინერვიულებენო. არც გამაგებინეს. სულ ფეხით წამოსვლა რომ დამჭირვებოდა, წამოვიდოდი, იქნებ ცოცხალისთვის მიმესწრო. ერთადერთი ის მანუგეშებს, რომ დააძინეს, ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. ალბათ, ვერ გაიგო, ისე გარდაიცვალა. არ შეეშინებოდა ჩემს მამუკას…“

მამუკა ონაშვილის და: “ძალიან უჭირდა სულიერად, ამბობდა სიმღერა მენატრებაო, ბოლოს დეპრესიამაც შეიპყრო…ნარკოზამდე იყო საღ გონებაზე, თურმე ხუმრობდა კიდეც…”

ბესო ბერულაშვილი ეთერში ატირდა: “30 წელი ხელჩაკიდებული დავდიოდით, ჩემი ბუთქუნა კაცის მერე, სიცოცხლე როგორ გავაგრძელოთ არ ვიცი”

“ეს ამბავი არსად თქმულა” – როგორ გადაარჩინა მამუკა ონაშვილმა ნინაკა გელაშვილი სცენაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g