მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ მესამე შვილის გაზრდაში თავის ქალიშვილს იმავე ენერგიით ვეღარ ეხმარება, როგორც ადრე:
„არ ვარ ისეთი აქტიური ბებია მისთვის, როგორიც უფროს შვილიშვილებთან ვიყავი. ქეთი მალე გაეყარა თავის პირველ მეუღლეს, ჩვენ ერთად ვცხოვრობდით და მაშინ მეტი ენერგიაც მქონდა. მე და ქეთიმ, ფაქტობრივად, ერთად გავზარდეთ უფროსი ვაჟები, ახლაც მეტწილად ჩემთან არიან, არ მშორდებიან. ეხვეწებიან, ქეთიც, მისი მეუღლეც, ყველაფერი გააკეთეს მათთვის, ოთახებიც კი მოუწყვეს… მიდიან, რჩებიან, მაგრამ მაინც აქეთ მოუწევთ გული, სადაც გაიზარდნენ… ვეხუმრები ხოლმე, ვერ მოგიშორეთ თავიდან, ცოტა დამასვენეთ-მეთქი… თუმცა როცა იქით არიან, დედასთან, მე ვერ ვძლებ. უფროსი 17 წლისაა, მეორე – 14 წლის. რეზი კი ექვსი თვისაა… ქეთისა და მის მეუღლეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ძალიან მიხარია…“
შეგახსენებთ, რომ ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე ნახევარი წლის წინ რეზი არველაძის მშობლები გახდნენ…
