LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია სანდუ: განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც – თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვაზე თავდასხმას, დახმარებას მოვითხოვთ

215
fhjnty

„თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვის რესპუბლიკაზე თავდასხმას, ცხადია, დახმარებას მოვითხოვთ“,განცხადება ამის თაობაზე მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თავის რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰენესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დასმულ კითხვაზე, თუ უკრაინის კონფლიქტი გაფართოვდება და რუსეთ-მოლდოვის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდება, ელოდება თუ არა კიშინიოვი დახმარებას ბუქარესტისგან, მოლდოვის პრეზიდენტმა უპასუხა:

მოლდოვის პრემიერი: ხალხს მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოლდოვაში რუსების შემოჭრის ეშინია

ნატალია გავრილიცას თქმით, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შეშფოთებულები არიან, რადგან ამის რისკი არსებობს.

„ჩვენ შეშფოთებული ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარსაც. შესაბამისად, ყველა სცენარისთვის ვემზადებით. იმ სიტუაციაში, თუ რუსეთი შეეცდება მოლდოვის რესპუბლიკაზე თავდასხმას, ჩვენ ცხადია, მოვითხოვთ დახმარებას“, – განაცხადა მაია სანდუმ.

მისივე თქმით, უკრაინის შემდეგ, მოლდოვა ომის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან საომარმა მოქმედებებმა ენერგორესურსების ბაზრის დესტაბილიზაცია გამოიწვია, რასაც თან დაერთო ინფლაცია. სანდუს თქმით, შექმნილ მდგომარეობაში მოლდოვას, რაც შეიძლება მალე, მეზობელი რუმინეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვა სურს.

„ომის შესაძლებლობა ზეწოლას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენი ინსტიტუტები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციის განვითარებას დნესტრისპირეთის რეგიონში.

ჩვენ ასევე ვაანალიზებთ საფრთხეებს, რომლებიც ქვეყნის შიგნიდან გვემუქრება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების კუთხით დაძაბულობა საზოგადოებას უფრო დაუცველს ხდის, როდესაც საქმე ეხება ფასების ზრდას, განსაკუთრებით ენერგორესურსების გაძვირებას. რთული სიტუაციის მიუხედავად, მოლდოვას სურს განვითარება და ევროპულ გზაზე წინ წაწევა, რომ ჩვენი ხალხის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.“– განაცხადა მაია სანდუმ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები