LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ დუგლასისა და ქეთრინ ზეტა-ჯონსის რომანტიკული შვებულება (ფოტო)

188

მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი შვებულებას იტალიის ქალაქ პორტოფინოში ატარებენ. ინტერნეტში უკვე გამოჩნდა ცნობისმოყვარე ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც წყვილი ხელჩაკიდებული სეირნობს ქალაქის ქუჩებში. 46 წლის კეტრინი ფანტასტიკურად გამოიყურება გრძელ ლურჯ კაბასა და შლაპაში, საზაფხულო სამოსით სეირნობს 71 წლის დუგლასიც.

რამდენიმე დღით ადრე პოპულარული წყვილი ასევე ხელჩაკიდებული გადაიღეს ნიცაში, საიდანაც მსახიობების რომანტიკული შვებულება დაწყო. არ არის გამორიცხული, მეუღლეებმა კიდევ რამდენიმე საზაფხულო კურორტი მოინახულონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g