LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ფასბენდერმა ჰოლივუდი დატოვა, რათა პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდეს

52

ჯერ კიდევ გასულ წელს, მაიკლ ფასბენდერმა განაცხადა, რომ ჰოლივუდისგან პაუზის აღებას გეგმავს. მსახიობს სურს, რომ მეტი დრო დაუთმოს თავის საყვარელ საქმიანობას – ავტორბოლას.

ცოტა ხნის წინ, მან The Hollywood Reporter-ს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა, რომ Ferrari-ს გუნდის პროფესიონალ ავტომრბოლელთა რიცხვში აპირებს მოხვედრას.

41 წლის მსახიობი აღნიშნულმა სპორტმა 2016 წელს გაიტაცა. ფასბენდერის თქმით, სახლში რეპლიკების დაზეპირებას, მას საჭესთან ჯდომა და რბოლაში მონაწილეობა ურჩევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები