LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს: საავადმყოფოდან გამოგვიშვეს, ჩვენ მეტს ვეღარ შევძლებთო

1585
unnamed

კომპოზიტორი, მაიკო კაჭკაჭიშვილი დახმარებას ითხოვს. მას 90 წლის ბებია მძიმე მდგომარეობაში ჰყავს. მისი მდგომარეობა უიმედოა, რადგან ინსულტი აქვს და მარჯვენა მხარე სრულად წაერთვა.

გთავაზობთ, მაია კაჭკაჭიშვილის პოსტს სოციალურ ქსელში:

,,მოკლედ ბოდიში რომ აქ ვწერ! ბებო, რომელიც მიყვარს სამყაროში ყველაზე მეტად, მყავს უმძიმეს მდგომარეობაში. საავადმყოფოდან გამოგვიშვეს, ჩვენ მეტს ვეღარ შევძლებთო. აქვს ინსულტი, წაერთვა მარჯვენა მხარე და მეტყველება. მხოლოდ, დედას იძახის და ტირის მთხოვს, რომ ვუშველო მე ვერაფერს ვშველი, ექიმები ბანზე მიგდებენ სიტყვას. იმიტომ რომ უიმედოა და თან 90 წლის! ამხელა ტანჯვის ყურებისთვის არ ვიყავი მზად და ვატყობ, რომ ფსიქიკა მერყევა უუნარობისგან. აქ იმიტომ ვწერ რომ იქნებ, მყავხართ ექიმები მეგობრებში, რომლებსაც გეცნობათ სიტუაცია და იქნებ დამეხმაროთ რომ როგორმე შევუმსუბუქო ეს დღეები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები