LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსი ,,დისნეის ლეგენდა’’ გახდა

171
WEB3

მაილი საირუსი გასართობი ინდუსტრიის ყველაზე ახალგაზრდა და მისი თაობის პირველი წარმომადგენელი გახდა, ვისაც ,,დისნეის ლეგენდის’’ წოდება მიანიჭეს. ამ საპატიო ჰონორს 31 წლის ვარსკვლავი ოფიციალურად 11 აგვისტოს, თემატურ დაჯილდოებაზე მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ტიტული უმაღლეს პატივს წარმოადგენს მათთვის, ვინც თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობითა და მიღწევებით, სახელი დაიმკვიდრეს და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ,,დისნეის’’ ისტორიაში.

ცნობისთვის, მაილი საირუსისა და ,,დისნეის’’ თანამშრომლობა სტარტს 2001 წლიდან იღებს და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, მათ შორის თინეიჯერულ სატელევიზიო შოუს – ,,ჰანა მონტანა’’ აერთიანებს.

ინფორმაციისთვის, სხვადასხვა დროს, ,,დისნეის ლეგენდები’’ ელტონ ჯონი, კრისტინა აგილერა და სხვები გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები