მაილი საირუსმა Variety-სთან ინტერვიუში, მომავალი წლის ,,სუპერ ბოულის” (Super Bowl LXI) შესვენების შოუზე შესაძლო გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ არტისტი 61-ე Super Bowl-ის ტაიმ-აუტზე მთავარ ფავორიტ პერფორმერად მიიჩნევა, მომღერალს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
მაილიმ აღნიშნა, რომ ,,სუპერ ბოული” მისი მასშტაბების გამო, ,,ზედმეტ ზეწოლად” ეჩვენება. მას სჭირდება ,,მენტალური მუშაობა”, რათა ეს ღონისძიება აღიქვას ,,არა როგორც მილიონობით ადამიანის წინაშე წარდგომა, არამედ როგორც შემოქმედებითი პროცესი”.
შემსრულებელი მზად იქნება დათანხმდეს, თუ შოუ მისი კარიერის ერთგვარი მოგზაურობა იქნება, რაც გულისხმობს მისი სხვადასხვა ეპოქისა და დისკოგრაფიის დაფასებას.
ფანები ვარაუდობენ, რომ თუ მაილი შეთავაზებას დათანხმდება, შოუში შესაძლოა ვიხილოთ მისი ,,ალტერ ეგო” – ჰანა მონტანა, რაც დაემთხვევა პერსონაჟის 20 წლის იუბილეს.
20 წლის შემდეგ – მაილი საირუსის საიმიჯო ფოტოები ჰანა მონტანას როლში
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მაილი საირუსი ფსონების მიხედვით ლიდერია და უსწრებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ტეილორ სვიფტი და ლილ უეინი.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ,,სუპერ ბოულის” (Super Bowl LX) ტაიმებს შორის შესვენება მუსიკალურად, ბედ ბანიმ გააფორმა.
ცნობისთვის, 61-ე ,,სუპერ ბოული” (Super Bowl LXI) 2027 წლის 14 თებერვალს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში, SoFi სტადიონზე გაიმართება.