შერიგების შემდეგ მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორტი მთელ დროს ერთად ატარებენ. საირუსი ნიშნობის ბეჭედს ატარებს და მომავალ ქორწილზე ფიქრობს. Us Weekly-ის ცნობით, წყვილმა ნაკლებად პომპეზური ცერემონიის მოწყობა გადაწყვიტა და მხოლოდ ყველაზე ახლობლები დაპატიჟა. შეყვარებულებმა წინსაწარ თქვეს უარი საჩუქრებზე და სტუმრებს რომელიმე საქველმოქმედო ფონდის სასარგებლოდ ფულის გადარიცხვა შესთავაზეს.