LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინც გრიზმანი: უეფამ ევროს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

93

ანტუან გრიზმანი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
აი გარეთ ბეილისთვის კი სიმბოლურ ნაკრებშიც არ მოიძებნა ადგილი.

ფრანგმა ექვსი გოლი გაიტანა და ”ოქროს ბუცთან” ერთად საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დაისაკუთრა, და ეს მიუხედავად იმისა, რომ ფინალში მან და მისმა გუნდმა რონალდოს პორტუგალიასთან წააგო.

უეფამ ტურნირის სიმბოლური ნაკრებიც გამოაქვეყნა. გუნდშია ოთხი პორტუგალიელი, სამი გერმანელი, ორი ფრანგი და ორი უელსელი.
აი ისინიც:

მეკარე: რუი პატრიციო (პორტუგალია)

დაცვა: ჯოშუა კიმიხი (გერმანია), ჯერომ ბოატენგი (გერმანია), პეპე (პორტუგალია), რაფაელ გერეირო (პორტუგალია)

ნახევარდაცვა: ტონი კროოსი (გერმანია), ჯო ალენი (უელსი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), აარონ რემსი (უელსი)

თავდასხმა: დიმიტრი პაიე (საფრანგეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები