LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისური, რომელიც ზელენსკის ოვალურ კაბინეტში ეცვა, ქალაქ ბუჩაში დაბადებულ დიზაინერს ეკუთვნის

531
ვოლოდიმირ ზელენსკი

ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მაისური, რომელიც მას ოვალურ კაბინეტში ეცვა, უკრაინელ დიზაინერს, ელვირა გასანოვას ეკუთვნის. ეს მაისური გასანოვამ საკუთარი კოლექციიდან შეარჩია და მასზე ქვეყნის გერბი ამოასვირინგა, რადგან ეს ზელენსკის სურვილი იყო. გასანოვა ამბობს, რომ თავდაპირველად მას გაუხარდა ტრამპის მისალმება, როცა ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრისას ზელენსკის ჩაცმულობაზე დადებითი კომენტარი გააკეთა, ხოლო მოგვიანებით ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა.

„მე მესმის ჩვენი პრეზიდენტის მესიჯი, ის ამით ხალხისადმი მხარდაჭერას გამოხატავს. სწორედ ამ სოლიდარობის ნიშნად ის ისეთ სამოსს ირჩევს, როგორიც მას მიაჩნია სწორად. რთულია იმის დაჯერება, რომ ასეთი სერიოზული საუბარი კოსტიუმების თემამ შეიწირა“, – დასძენს ბუჩაში დაბადებული და გაზრდილი დიზაინერი. მისი თქმით, ზელენსკის მისი სამოსის ხაზი პრაქტიკულობიდან გამომდინარე მოსწონს და ის თავად უგზავნის ქვეყნის მეთაურს ახალს სამოსს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g