LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაიტათ 25 მილიონი დოლარი 15 წუთიანი ნომრისთვის და ჩვენც რამეს მოვიფიქრებთ“ – სტეფანე Super Bowl-ზე

203
stefanesuperbowl

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი გუშინ Super Bowl 2022-ის გრანდიოზულ შოუს ეხმიანება და იმ ხალხს პასუხობს, ვინც ქართველ არტისტებს აკრიტიკებს.

„Super Bowl – ს ვინც უყურეთ და ქართველ არტისტებზე ღადაობთ, ეგეთი შოუ რომ არ გვაქვს…

იქნებ მაგ ქვეყანას ჯერ ეკონომიკაში შევედაროთ, თავდაცვაში, მედიცინაში, ჰუმანურობაში …. კინოში , მრეწველობაში და მერე აღვნიშნოთ შოუბიზნესი?

მაიტათ 25 მილიონი დოლარი 15 წუთიანი ნომრისთვის და ჩვენც რამეს მოვიფიქრებთ“ – წერს სტეფანე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, Super Bowl 2022 გაიხსნა და სცენა ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავებმა დაიკავეს. საზოგადოების წინაშე ემინემი, მერი ჯეი ბლაიჯი, სნუპ დოგი, 50 Cent და Dr. Dre წარდგნენ. შესრულდა როგორც ძველი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები.

ვიდეო/ფოტო: დაუვიწყარი ჰიპ-ჰოპ შოუ – რა ხდებოდა Super Bowl-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g