იმ დროს, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აქ საგარეო საქმეთა სამინისტროს როლი გამორჩეულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პარლამენტში დღევანდელ ვიზიტთან დაკავშირებით.
„ეს იქნება მთავარი თემა, თუ რა გაკეთდა ამ წლის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველოს გზავნილები ჩვენ პარტნიორებამდე მიტანილი იყოს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში დღეს მოხსენებით საგარეო საქმეთა მინისტრი წარდგება.
დარჩიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
ის თავდაპირველად სამინისტროს საქმიანობისა და გეგმების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგაც დეპუტატების დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.