LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: „საქართველოს არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და წერტილი“

93
BeFunky-collage (30)

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, იმ ქვეყნებს, რომელთაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი არ აქვს.

მისივე თქმით, საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არიან.

„საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს და, წერტილი! ჩვენივე ინტერესებშია სწორად გავაკეთოთ შეფასებები, თუ რა ხდება საქართველოში და იმ სამართლებრივი პროცესების პოლიტიზირებას, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ნაკლებად ვეცადოთ, რადგან ზუსტად ეს აზიანებს ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ზომები უნდა გაატაროს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ოპოზიციის პასუხი კობახიძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g