LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია

107
Capture

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შავკატ მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებსა და ურთიერთგაგების მემორანდუმს.

„ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება”, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g