LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა ,,აზდაკის ბაღის“ სპექტაკლს დაესწრო – პირველი სპექტაკლი ჟესტურ ენაზე

217

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, პატარა თემოსთან ერთად, ინტეგრირებული თეატრის ,,აზდაკის ბაღი“ სპექტაკლს ,,კაცია – ადამიანი?!“ დაესწრო.

თეატრმა, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდია და რომელიც ტიპიური განვითარების მსახიობებთან ერთად სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირებს აერთიანებს, უკვე მესამე სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს.

,,კაცია – ადამიანი?!“ ინტეგრირებული თეატრის პირველი სპექტაკლია, რომელიც ჟესტურ ენაზე ითარგმნა.

,,აზდაკის თეატრს“ უკვე კარგად ვიცნობ და ვნახე მათი სხვა სპექტაკლებიც. აღფრთოვანებული ვარ იმდენად პროფესიონალურად ართმევენ თავს მსახიობები დაკისრებულ როლებს. მათგან ბევრს იცნობს კიდეც ქართული საზოგადოება. ვიწვევ ყველას სპექტაკლის სანახავად“, – განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

სპეკტაკლი გრანტის ფარგლებში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა და მას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g