LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ცინცაძე გიორგი გაბუნიაზე: „მსგავსი რამ მე რომ გამეკეთებინა, წარმომიდგენია, რა ამბავს მომიწყობდით…“

2549

ტელეწამყვანი მაკა ცინცაძე ეხმაურება საია-ს თავმდჯომარის, სულხან სალაძის კომენტარს გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ სალაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა.

მაკა ცინცაძე, რომელიც „პირველი არხის“ წამყვანია, აღნიშნავს:

„მსგავსი რამ მე რომ გამეკეთებინა, წარმომიდგენია, რა ამბავს დაატრიალებდით და მომიწყობდით!!! ამას ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია. სახელი კი ვიცი, მაგრამ საჯაროდ დაწერა უხერხულია!!!

პ.ს. ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინებას, რა თქმა უნდა, არასდროს მოვიწონებ!!!

სულხან სალაძე – დიახ, გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა-ო!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g